ევროვიზია 2025

22:03, 14.05.2025

ხვალ ქართველი გულშემატკივრების ყურადღება შვეიცარიის ქალაქ ბაზელისკენ იქნება მიმართული.

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტი წარდგება. 22 წლის მარიამ შენგელია სცენაზე ეროვნული მოტივებით გაჯერებულ სიმღერას შეასრულებს სახელწოდებით „ფრიდომ“. სენტ იაკობის სცენაზე ასევე იდგება „ერისიონის“ ოთხი მოცეკვავე.

ქართველი კონკურსანტი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მეათე ნომრად წარსდგება. ქალაქ ბაზელში ახლა მეორე ნახევარფინალური ტურისთვის განსაკუთრებული მზადებაა, ცოტახანში სხვა კონკურსანტებტან ერთად გენერალურ რეპეტიციას მარიამ შენგელიაც გაივლის.

მსგავსი