ევროვიზია 2025
ზუსტად ერთი დღე რჩება ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ ტურამდე, სადაც საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია იმღერებს.
მარიამი სცენაზე ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად, მეათე ნომრად გამოვა და სიმღერას, freedom შეასრულებს. „მოამბის“ ჟურნალისტი, მარიკა შალიკაშვილი იმყოფება შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, რომელიც შემოგვიერთდება „სენტ იაკობს ჰალედან“, სადაც კონკურსი მიმდინარეობს.