ევროვიზია 2024-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს

21:57, 12.01.2024

ნუცა ბუზალაძე წელს საქართველოს სახელით ევროვიზიაზე იმღერებს.

სიმღერის შესარჩევად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. ქართველ კონკურსანტს 36 კონკურენტი ეყოლება. ცნობილი მომღერლისთვის პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა მრავალწლიანი ოცნების ახდენაა.

„მუსიკით გაერთიანებული“ – ასეთი იქნება რიგით 68-ე ევროვიზიის სლოგანი. მუსიკალური კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმოში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას კი ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი