ევროვიზია 2024 პირველ არხზე  

ევროვიზია 2024 დღეს იწყება.

პირველი ნახევარფინალური ტური თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირველ ნახევარფინალში 10 ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. ნუცა ბუზალაძე კი ევროპელი აუდიტორიის წინაშე უკვე 9 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურში წარდგება კომპოზიციით „ცეცხლთან მებრძოლი“.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმოში, „მალმო არენაზე“ ჩატარდება.