ევროვიზიაზე უკრაინული ჟიურის მიერ პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლების ნული ქულით შეფასება სამარცხვინოა, – განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა. მისი განცხადებით, ეს შეფასება არ ასახავს რეალურ დამოკიდებულებას უკრაინის უახლოესი მეგობრების მიმართ. „უკრაინელმა ხალხმა მოგცათ 12! თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ფასდაუდებელია. ჩვენი მადლიერება და დაფასებაც იგივეა,“ – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთისა და ლიეტუვის ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა მიანიჭა. ამასთან, „ევროვიზია 2022“-ის უკრაინულმა ჟიურიმ პოლონელ შემსრულებელს არცერთი ქულა არ მისცა. უკრაინელმა მაყურებელმა კი პოლონეთს მაქსიმალური ქულა – 12, ხოლო ლიეტუვას – 10 მიანიჭა.
ევროვიზია