ევროვიზია 2019, პირველი ნახევარფინალი – 14 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში

20:24, 06.05.2019

ოთო ნემსაძე საქართველოს 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით „სულ წინ იარე”.

საქართველოს წარმომადგენელი პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

მსგავსი