ევროვიზია 2019, პირველი ნახევარფინალი - 14 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში
ოთო ნემსაძე საქართველოს 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით „სულ წინ იარე”.
საქართველოს წარმომადგენელი პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.