„ევროვიზია 2019“

„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალური ტურის და ოთო ნემსაძის პირველ გამოსვლამდე, რამდენიმე საათი რჩება.

შოუ თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ჟიურის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ეს ქულები კონკურსანტის მთლიანი შეფასების ნახევარია, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა მაყურებლის ხმებს ენიჭება.

ევროფესტივალზე ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა, ევროპის ყველა ქვეყანაში მცხოვრებ გულშემატკივარს შეუძლია. ნომერი, რომელზეც ოთო ნემსაძეს უნდა დაუმესიჯონ, შოუს დაწყებისთანავე იმ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოცხადდება, რომელშიც იმყოფებით. ერთი ტელეფონიდან 20 ზარის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ ნახევარფინალურ  ტურში დღეს 17 ქვეყნის კონკურსანტი იმღერებს. მომდევნო ტურში, მათგან მხოლოდ 10 კონკურსანტი გადავა. ოთო ნემსაძე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას – „სულ წინ იარე“.

შოუს პირდაპირ ტრანსლაციას, საქართველოს პირველი არხი 11 საათიდან  შემოგთავაზებთ.

ევროვიზია

დატოვე კომენტარი