ევროვიზია 2019

ერთი დღე რჩება ევროვიზიის პირველ ნახევარფინალამდე. ხვალ თელ-ავივში ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე მე-11 ნომრად იმღერებს.

მავთულხლართებით გაყოფილ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანები ერთ სიმღერას ერთ ენაზე მღერიან,- ასეთია ოთო ნემსაძის სიმღერის „სულ წინ იარე“ გზავნილი.

პირველი არხის მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებულს კონკურსზე 40 კონკურენტი ჰყავს. ერთი დღით ადრე ქართველი კონკურსანტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს ხმის მიცემის წესს კიდევ ერთხელ აცნობს.

დაახლოებით ერთ საათში, თელ-ავივში გენერალური რეპეტიცია დაიწყება, რა დროსაც ჟიური ქულებს დაწერს და კონკურსის მონაწილეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ევროვიზია