ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტებისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. ლისაბონის „ალტის არენაზე“ თბილისის დროით ზუსტად 23 საათზე, მეორე ნახევარფინალი გაიმართება.
ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ სცენაზე მეათე ნომრად გამოვა. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. თუმცა მანამდე, გუშინ ჩატარდა გენერალური რეპეტიცია, რომელსაც საერთაშორისო ჟიური აფასებდა. მათი ქულები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია და დღეს მაყურებლის ზარებთან დაჯამების შემდეგ გახდება ცნობილი.
დღევანდელ შოუში 18 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საუკეთესო ათეული 12 მაისს ევროვიზია 2018-ის ფინალში იმღერებს.
კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. ფინალში 26 მონაწილე გადავა.