„ევროვიზია 2018“-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი გახდა

„ევროვიზია 2018“-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი გახდა. შესაბამისად, ევროვიზიის კონკურსი მომავალ წელს ისრაელში გაიმართება.

ევროფესტივალის გამარჯვებულმა ქართველი მაყურებლისგან უმაღლესი შეფასება – 12 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი ეთნო ჯაზ-ბენდიირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა. „ირიაომ“ მეორე ნახევარფინალში სიმღერა – „შენი გულისთვის“ შეასრულა.

ფინალში მაყურებლის წინაშე 26 ქვეყანა წარდგა. საბოლოო გადაწყვეტილებით, საუკეთესო შეფასება ისრაელმა დაიმსახურა.

ლისაბონიდან „ევროვიზია 2018“-ის ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი ახორციელებდა.