„ევროვიზია 2018"-ის დაწყებამდე ათ დღეზე ნაკლები რჩება - „ირიაო" მაყურებლის წინაშე გამოსვლისთვის ემზადება

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური კონკურსის დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები რჩება. „ევროვიზია 2018″-ისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. მილიონობით მაყურებლის წინაშე გამოსვლისთვის ემზადება ბენდი „ირიაო, რომელიც ევროფესტივალზე საქართველოს წარადგენს.

პორტუგალიის დედაქალაქში სიმღერა „შენი გულისთვის” 10 მაისს, შოუს მეორე ნახევარფინალში აჟღერდება. მთავარი კონცერტი კი 12 მაისს გაიმართება, რასაც პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.