ევროვიზია 2018

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები კონკურსს გამოეთიშნენ.

ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ ფინალში ვერ მოხვდა, თუმცა ჯგუფის გამოსვლას და ქართულ ენაზე შესრულებულ სიმღერას დადებითი შთაბეჭდილებები და რეაქციები მოჰყვა.

ევროპის პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის ფინალური ტური ხვალ გაიმართება. ალტის არენაზე 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. მაყურებლების ხმების და ჟიურის ქულების მიხედვით მათ შორის ერთ-ერთი ევროვიზიის გამარჯვებული გახდება.

წლევანდელი ევროფესტივალის ფავორიტებად ესტონეთის, კვიპროსის და ისრაელის წარმომადგენლები სახელდებიან.