ხვალ ევროვიზიის სცენაზე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან.
მეორე ნახევარფინალურ ტურამდე რამდენიმე საათით ადრე ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” გენერალურ რეპეტიციას გაივლის, რომელიც დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. სწორედ დღეს დაწერს ჟიური საკუთარ შეფასებებს, რომლებსაც ხვალ მაყურებელთა ხმები დაემატება.