ევროსასამართლოს აღსრულების სტატისტიკა

ვანო მერაბიშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის გამოც საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დარღვევის აღიარება და ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. სტრასბურგის სასამართლოს თვრამეტწლიანი სტატისტიკის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ჩვენი ქვეყნიდან გაგზავნილი საქმეების დიდი ნაწილის განხილვა მოსარჩელეების სასარგებლოდ დასრულდა.

სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების მიმართ რა მუხლების დარღვევას აღიარებდა ევროსასამართლო ყველაზე ხშირად და როგორია წლების მიხედვით საჩივრების გაგზავნის ტენდენცია – თემაზე მარიამ ცარელაშვილი მუშაობდა.