ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა

ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა – შეუჩერებენ თუ არა ქართულ დელეგაციას უფლებამოსილებას. დისკუსიის მონაწილეებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული მოთხოვნით ევროსაბჭოს ქართულმა ოპოზიციამ მიმართა. შესაბამისი შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა. სტრასბურგში იმყოფება ოპოზიციის ნაწილიც. „ქართული ოცნება“ ოპონენტების ქმედებებს ანტიქართულს უწოდებს და იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს.

თამუნა წიკლაური გვიერთდება ამ თემით.