ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა

18:23, 27.01.2025

აღიარებენ თუ არა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე – გადაწყვეტილება 29 იანვარს გახდება ცნობილი.

საკითხი ზამთრის სესიის გახსნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა დააყენეს. მოთხოვნილია ქართული დელეგაციის უფლებამოსილების არ აღიარება. საკუთარ პოზიციებსა და არგუმენტებზე ლაპარაკს გეგმავს ქართული დელეგაცია. სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მსგავსი