ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი - შეფასებები

დღეიდან საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი იწყება. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოდიან. პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან. როგორც რელიზშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები გეგმავენ ზოგიერთი დაკავებული დემონსტრანტის მონახულებას.

ვიზიტის მოლოდინებსა და მნიშვნელობაზე შეფასებები კეთდება თბილისში.