ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი გრძელდება. ამ წუთებში ასამბლეის წევრები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა პარტია „გახარია საქართველოს“ წარმომადგენლებს უნდა შეხვდნენ, მანამდე კი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარია 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე და აქციების დროს დაშავებულ მომიტინგეებზე. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეებს შეხვდნენ. ნათია ქენქაძე დეტალებით.