ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი გრძელდება. თანამომხსენებლები – კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ. ასამბლეის წევრები შეხვედრებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები დღის ბოლოს პრემიერს შეხვდებიან, დილით კი შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეებს შეხვდნენ. სამინისტროს მიერ გავლებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის ძალადობრივი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.