ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი გრძელდება. დილიდან პირისპირ შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დახურულ კარს მიღმა დისკუსია საათნახევარი გაგრძელდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები დაახლოებით ნახევარ საათში შეხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო დონეზე საქართველოს კურსთან და არჩევნებთან დაკავშირებით. დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციებთან გუშინ უკვე შედგა. ხვალ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები აუდიენციას გამართავენ ოპოზიციასთან.