საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო.
თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობი სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც საპროტესტო აქციების გაშუქებისას თავს დაესხა შავ ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და მან შედეგად მიიღო მძიმე დაზიანება. მათი განცხადებით, დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე, პროტესტის ფარგლებში ძალადობასა და დაკავებებზე და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც ისინი შემაშფოთებლად მიიჩნევენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს და მოინახულებენ რამდენიმე დაკავებულს.