ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეხვედრა მმართველ გუნდთან

12:09, 16.01.2025

გუშინ კი, ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მმართველ გუნდს შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დახურულ კარს მიღმა დისკუსია საათ-ნახევარს გაგრძელდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო დონეზე საქართველოს კურსთან, მიმდინარე მოვლენებთან და არჩევნებთან დაკავშირებით. დისკუსია გუშინ უკვე შედგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მსგავსი