ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას დატოვებს, თუ მისი უფლებამოსილება შეიზღუდება.

ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს და აღნიშნული საკითხი განსახილველად მონიტორინგის კომიტეტს გადაუგზავნეს. რუსეთის წინააღმდეგ პროტესტი საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის ქვეყნება გამოთქვეს. მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და დაკისრებული ვალდებულებების არ შესრულებაა.

სტრასბურგში, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. დეპუტატებმა მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის, პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს.

ვიცე პრეზიდენტად არჩეულია საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ირაკლი კობახიძე.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.