ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – შეფასებები 

18:48, 26.06.2026

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, აქტიურად განიხილება პოლიტიკურ ჯგუფებში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველო  დემოკრატიულ სტანდარტებს სულ უფრო შორდება, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას დღითიდღე აზიანებს. მმართველი გუნდი კი დოკუმენტში მოცემულ შეფასებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ის ვიწრო პარტიული ინტერესების მატარებელია. შეგახსენებთ, ევროპის საბჭომ 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია, ორი დღის წინ მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა კი – გრძელდება. ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეის მიერ ადრე გაცემული გადაუდებელი რეკომენდაციებიდან არც ერთია შესრულებული. ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა.

მსგავსი