ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების განცხადება - შეფასებები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების, ედიტე ესტრელას და საბინა ჩუდიჩის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ იქ არ არის არცერთი სიტყვა 4 ოქტომბრის მოვლენებზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მიზანი პროცესების ობიექტურად შეფასება არ ყოფილა. ოპოზიციაში ხაზს უსვამენ, რომ ევროსაბჭო ყოველთვის დგას ქართველი ხალხის გვერდით. განცხადების თანახმად, თანამომხსენებლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით. ასევე, PACE-ს დელეგაციის წევრები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ.