ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიცვა კანონით დადგენილი ვადები და ეფექტიანად მართა არჩევნების ტექნიკური ასპექტები „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, თუმცა ასამბლეის დელეგაციამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე.

ანგარიშში საუბარია მედიაგარემოზეც. ასამბლეის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მონიტორინგში შემავალი ყველა კერძო მაუწყებელი იყო თვალსაჩინოდ მიკერძოებული. სამაუწყებლო მედიისგან იყო მოთხოვნილი დიდი რაოდენობით უფასო საეთერო დროის გამოყოფა და მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების მქონე პარტიების დებატებზე მოწვევა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსების უფლება, მიიღეს არსებითად ნაკლები უფასო საეთერო დრო და მხოლოდ საზოგადოებრივ მედიაში, რაც მათ უთანასწორო პირობებში აყენებდა.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი