ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში – პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროპელებთან უწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, რთულია მათთან რაიმეზე საუბარი. შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რეკომენდაციების იგნორირება, ოპოზიციის პოლიტიკური დევნა, სამოქალაქო სექტორის შევიწროება და ერთპარტიული დიქტატურის საფრთხე. მოთხოვნილია რამდენიმე კანონის, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გაწვევა, „პარტიების აკრძალვის“ გეგმის გაუქმება და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან, საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების მომზადება. ანგარიში 83 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღეს. მანამდე კი – სტრასბურგში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა.