ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს უფლებამოსილება აღუდგა. საკითხზე მსჯელობა დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, დღეს კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება რუსულ აგრესიაზე, ქვეყნის მიერ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევასა და მის მიერ ორგანიზაციის რეგულაციების იგნორირებაზე. ასევე, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე აგვისტოს ომის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა მხარი. ჩვენი ქვეყნის პოზიცია სიტყვით გამოსვლისას დღეს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ დააფიქსირა.

ანა ბროლაძე განავრცობს თემას.