ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიები გრძელდება. ამ წუთებში დებატები იწყება რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული მხარე, ასამბლეის დეპუტატთა ჯგუფთან ერთად, რუსეთის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. ამასთან, კიდევ ერთხელ შეახსენებენ რუსეთს, რომ შეასრულოს ვალდებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს.

დატოვე კომენტარი