ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის მიმართ გარკვეული შეზღუდვები შესაძლოა ისევ ამოქმედდეს.

მოთხოვნა სტრასბურგში მიმდინარე ზამთრის სესიაზე ქართველმა დეპუტატებმა, უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციებთან კონსულტაციების შედეგად დააყენეს. რუსული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ხმის უფლება აღუდგინეს. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს. შეივსო სხვა ვაკანტური თანამდებობებიც. ერთადერთი კანდიდატი, რომლის არჩევის საკითხი ჩავარდა, რუსი დეპუტატი იყო. ორი დღის განმავლობაში საქართველოს საკითხი ზამთრის სესიის დღის წესრიგშია. დღეს ასამბლეას დავით ზალკალიანმა მიმართა, ხვალ კი პრეზიდენტს მოუსმენენ.