ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

აღიარებენ თუ არა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ხვალ გახდება ცნობილი. საკითხი ზამთრის სესიის გახსნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა დააყენეს, რასაც წინ უძღოდა სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ შესაბამისი წერილის გაგზავნა. საკუთარ პოზიციებსა და არგუმენტებზე დისკუსიებს მართავენ სტრასბურგში მყოფი მმართველი გუნდის წევრები. სტრასბურგში იმყოფებიან ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. „ქართული ოცნება“ ოპონენტების ქმედებებს ანტიქართულს უწოდებს და იმედი აქვს, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს.