ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

დებატები ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

საშემოდგომო სესიას ესწრება ქართული დელეგაციაც. დებატებზე გამომსვლელებმა დღეს არაერთხელ აღნიშნეს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარდა, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, გაერთიანება ვერ იქნება სრულფასოვანი ისეთი პარტნიორი ქვეყნების გარეშე, როგორიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.