ევროსაბჭოს რეზოლუცია

ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც წევრ სახელმწიფოებს უფლებადამცველთა ორგანიზაციების მონიტორების საკუთარ ტერიტორიაზე დაშვების ვალდებულება შეახსენა.

მხარეები მიესალმნენ იმ შემთხვევებს, როდესაც უფლებადამცველებმა შეძლეს ე.წ. ნაცრისფერ ზონებში ჩასვლა. საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობები აკონტროლებენ. კერძოდ, რეზოლუციის ავტორებმა დადებითად შეაფასეს წამების პრევენციის კომიტეტის წევრთა ვიზიტი დნესტრისპირეთსა და აფხაზეთში. ამასთან, ასამბლეის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მონიტორინგის მისიის ვიზიტი „ნაცრისფერ ზონებში“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიების დე ფაქტო მმართველების ლეგიტიმაცია მოხდა.

რეზოლუციას მხარი 39 დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც.