ევროსაბჭოს რეზოლუცია

სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან სტრასბურგში მიღებულ დოკუმენტს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ახალ რეზოლუციაში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეცაა საუბარი. ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის განსაკუთრებით რეზონანსული 34-გვერდიანი დოკუმენტის ის ნაწილი გახდა, სადაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი.

საპარლამენტო ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ისეთი საარჩეცნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობას და მხარდაჭერას მიიღებს. თავდაპირველ ვარიანტში სიტყვა პროპორციულიც იყო ნახსენები, რომელიც საბოლოო ჩანაწერში აღარ მოხვდა.

დატოვე კომენტარი