ევროსაბჭოს რეზოლუცია

21:26, 03.05.2019

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და რუსეთის მიმართ მწვავე გზავნილები საერთაშორისო მნიშვნელობის კიდევ ერთ დოკუმენტში გაიწერა.

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. კომიტეტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებს მკაცრად გმობს და ხაზს უსვამს, რომ ბაშარულის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და კვარცახელის საქმეებზე, ამ დრომდე არავინაა დასჯილი.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოსკოვს მითითებული საქმეების გამოძიებისკენ და ეთნიკური დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მსგავსი