ევროსაბჭოს მინისტერიალი ჰელსინკიში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტი რუსეთთან და გამოწვევები, რომლებსაც ქვეყანა ოკუპაციისას აწყდება, – ამ საკითხებზე დეტალურად იმსჯელებს ევროსაბჭოს მინისტერიალი, რომელსაც დღეს და ხვალ ჰელსინკი უმასპინძლებს.

დაგეგმილია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცებაც, რომელიც დეტალურად აღწერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

მინისტერიალის ფორმატში იმსჯელებენ მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომელიც რუსულ-ქართული კონფლიქტის პრობლემატიკას ასახავს და საკმაოდ მწვავედ აფასებს ქვეყნის ორივე ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებას.