ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გზავნილები - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
მეორე დღეა, შეფასებების თემაა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს გაკეთებული გზავნილები. ალენ ბერსეს განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ევროსაბჭოს, საქართველოსა და ვენეციის კომისიის ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.