ევროსაბჭოს დოკუმენტი „უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ“
ევროპის საბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს. უცხოური ინფორმაციით, „მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ“ ინფორმაციის გაზიარების თხოვნით, წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიმართვები უკვე გაეგზავნა. საბჭოს ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია. საუბარია ასევე არჩევნებში ჩარევასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებაზე. ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა 2026 წლის 27 იანვარს. მას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობდა. „ჩვენი ღია საზოგადოებების სიძლიერე, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, უცხოელი აქტორების მიერ აქილევსის ქუსლად იქნა მიჩნეული, რომლებიც შეცდომაში შემყვან და ცრუ პროპაგანდას ავრცელებენ. მათი ამბიციაა ჩვენს საზოგადოებებში განხეთქილებისა და შიშის კლიმატის შექმნა და მათი გეოპოლიტიკური მიზნების წინ წაწევა.“- განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორმა.