ევროსაბჭოს დოკუმენტი უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ

18:12, 07.02.2026

„ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის, უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით ევროსაბჭოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. თემაზე საუბრისას ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ და რიგ კანონებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსაც შეეხო. განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

ცნობისთვის, ევროპის საბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარების თხოვნით, წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიმართვები უკვე გაეგზავნა. საბჭო ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია. საუბარია ასევე, არჩევნებში ჩარევასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებაზე.

მსგავსი