ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას – რა ეტაპზეა ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი? მმართველი გუნდი აცხადებს, რომ 12 პუნქტი თითქმის სრულად არის შესრულებული და მთავარი გამოწვევა პოლარიზაციის შემცირებაა, რომლის შესრულება ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია.

ამასთან ერთად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და იმედს გამოთქვამენ, რომ დეკემბერში ქვეყანა სტატუსს მიიღებს. რეკომენდაციების შესრულების პროცესს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში, სადაც მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ ასრულებს და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.