ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი

დისკუსიის თემაა ევრორეკომენდაციების ერთობლივად შესრულების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპული დავალებების შესრულების იმედი არ აქვთ. მათივე თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გამოწვევებს ვერ მოაგვარებს, თუმცა ამ განცხადებების პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს. თავის მხრივ ოპოზიციისაგან კონსტრუქციულობას არ ელოდება მმართველი გუნდი და მთავარ ამოცანად 9 პუნქტის შესრულებას ასახელებს.