ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი

21:16, 25.09.2023

რუმინეთში გამგზავრებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების და კანონპროექტების შეფასება სთხოვა.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის გარდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას კიდევ ხუთი, მათ შორის საარჩევნო კოდექსის, მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის მიმართულებით ელოდება. მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ 12 რეკომენდაცია ბოლომდე მაინც არ შესრულდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება საშინაო დავალების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს და ევროკომისიის გადაწყვეტილებაც დადებითი იქნება.

მსგავსი