ევრორეკომენდაციების შესრულება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს – ეს არის საკითხი, რომელზეც პოლიტიკური სპექტრში განცხადებები კეთდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა – ოლივერ ვარჰეიმ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 12 პუნქტიდან შესრულებულია სამი, ნაწილობრივი პროგრესია 8 პუნქტზე. პრობლემურ პუნქტად დასახელდა მედია პლურალიზმი და მედიის წარმომადგენლების დაცულობის საკითხი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკომისიამ ამ ანგარიშით დაადასტურა საქართველოს მიერ გაწეული შრომა, ამ დროისთვის შეუსრულებელ საკითხებთან დაკავშირებით კი, მათივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება ოპოზიციას, პროცესების განვითარების ყველა სცენარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.