"ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას

“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციით, ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოკუმენტი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ორ პარტიას შორის  მემორანდუმის ხასიათს ატარებს, სამი პუნქტისგან შედგება.

შეთანხმების მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გადასულ საპრეზიდენტო კანდიდატს. საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთის მიმართ შეტევისა და კრიტიკისგან თავს შეიკავებენ და მესამე პუნქტის მიხედვით, არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა – ნათქვამია დოკუმენტში.

შეთანხმებას ხელს გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე აწერენ.