„ევროპის უნივერსიტეტის“ ინიციატივა

„ევროპის უნივერსიტეტი“ ფინანსური დავალიანების გამო 70-მდე სტატუს შეჩერებულ სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა ეტაპობრივად შეეძლებათ. მათ სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება გაზაფხულის სემესტრიდან ექნებათ.

ამისთვის უნივერსიტეტის შესაბამისი განცხადებით მიმართვაა საჭირო.