ევროპული სტრუქტურების დუმილის პოზიცია

21:16, 23.05.2026

დანიაში აქციის დარბევიდან ათი დღე გავიდა, საქართველოს ხელისუფლების ღია წერილზე კი უკვე ხუთი დღეა დუმილია. ადრესატი ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებისგან პასუხი ამ დრომდე არ არის კოპენჰაგენში მომხდარის თაობაზე. დანიის მაგალითი საქართველოს ხელისუფლებისთვის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი დადასტურება და იმ პრინციპების უარყოფაა, რომელზეც ევროპული კავშირი შეიქმნა. ოპოზიციას ადგილობრივი სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედით, აქციის დარბევასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

ევროპელი ლიდერები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და განგრძობითად აკრიტიკებენ, ამ დრომდე დუმან კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალის, ხელკეტებისა და გაწვრთნილი ძაღლების გამოყენების ფაქტზე. დანიაც ერთ-ერთია იმ კრიტიკოსთაგან, რომლებიც საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდა.

მსგავსი