ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის დაფინანსებით ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.

პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა ჩაერთვება. 21 დღის განმავლობაში ისინი დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ.