ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას მიერ შეტანილი განაცხადი დაუშვებლად ცნო და განჩინება გამოაქვეყნა. როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, განაცხადი ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოების სავარაუდო უსამართლობას მომჩივნის წინააღმდეგ, რომელიც დამძიმებული მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. განჩინება თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხება, რომლის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი მოკლეს. 2020 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანების მკვლელობაში მონაწილეობისთვის მოსარჩელეს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა დაირღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. გამოქვეყნებული განჩინებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები და საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების გამო მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო.