„ევროპული საქართველო“თავდაცვის სამინისტროში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

თავდაცვის სამინისტროში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ევროპული საქართველოს წევრები. ირაკლი აბესაძის განცხადებით, აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროში მდგომარეობა რთულია.

ნდობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება, სადაც აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2015-2016 წლებში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე ანგარიშს წარადგენს.

ევროპული საქართველო პარლამენტში მინისტრებთან უფრო გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას ითხოვს.